პროკრემლისტური "Sputnik ლიეტუვის" ყოფილი რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის სპეცსამსახურებს ჩაბარდა და რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. Novaya Gazeta ევროპასთან საუბრისას, კასემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღარ სურს, რუსეთთან რაიმე საერთო ჰქონდეს.
კასემი ლატვიის მოქალაქე. რიგაში ის 2022 წლის ბოლო ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა. გასული წლის იანვარში ის დააკავეს - კასემი ჯაშუშობაში და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში იყო ეჭვმიტანილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ კასემის დაკავებას ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა. პროკრემლისტმა ჟურნალისტებმა, დმიტრი კისელევმა და მარია ბუტინამ კი ბლატვიის საელჩოსთან პიეკეტებით გამოდიოდნენ.
გასული წლის აპრილში კასემი გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება აეკრძალა. მოგვიანებით, მარია ზახაროვამ თქვა, რომ კასემი ლატვიიდან გაემგზავრა.
როგორც კასემმა ინტერვიუში თქვა, ლატვიაში ის "ხელცარიელი არ ჩასულა", არამედ საჩუქრებით ლატვიური სპეცსამსახურებისთვის, რომელთა წყალობითაც გათვითცნობიერებულად ჩაბარდა. ამასთან, კასემმა 2022 წლის დასაწყისში ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა Sputnik-ისა და RT-ის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალა.